ფეხბურთი

19:35 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports-ი: პიულისმა “სტოკ სიტი” დატოვა

ინგლისური Sky Sports-ის მტკიცებით, 7-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ტონი პიულისისა და “სტოკ სიტის” გზები გაიყარა.

უელსელმა სპეციალისტმა “სტოკი” 2005 წელს ჩაიბარა, 2008 წელს კი სტაფორდშირელები პრემიერლიგაში თამაშობდნენ. გასულ სეზონში, “სტოკ სიტიმ” ევროტურნირზე 37-წლიანი შესვენების შემდეგ იასპარეზა. ინგლისელებმა ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გააღწიეს.

ინგლისური პრესის ცნობით, მიუხედავად წარმატებებისა, პიულისმა “სტოკის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

უელსელის შეცვლის კანდიდატებად რობერტო დი მატეო და მარკ ჰიუზი სახელდებიან.

0.122149