გლაზგოს "სელტიკისა" და შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა სკოტ ბრაუნმა ტრავმა მიიღო და სულ მცირე, სამი თვე ვერ ითამაშებს. ანუ, ბრაუნი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საწყის მატჩს გამოტოვებს.
შოტლანდია პირველ შეხვედრას 7 სექტემბერს გერმანიასთან გასვლაზე გამართავს, 11 ოქტომბერს გლაზგოში ითამაშებს საქართველოსთან, ხოლო 14 ოქტომბერს პოლონეთს ესტუმრება.
დიდი ალბათობით, ბრაუნს ოქტომბრის სანაკრებო მატჩებიც გაუცდება. ბრაუნი 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველია, სანაკრებო 38 მატჩში კი 4 გოლი გაუტანია.