ფეხბურთი

16:59 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარის საფიქრალი: კაკა თუ რონალდინიო?

 

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუიშ ფელიპე სკოლარი კონფედერაციის თასისთვის შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს. Sambafoot-ის ცნობით, “სელესაოს” მთავარი მწვრთნელის მთავარი საფიქრალი ისაა, აღნიშნულ ტურნირზე რონალდინიო იახლოს თუ კაკა.

გადაწყვეტილია, რომ კონფედერაციის თასზე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გაემგზავრება. სხვა მხრივ, სკოლარი ცვლილებებს არ გეგმავს და ეროვნულ გუნდში იმ ფეხბურთელებს უხმობს, რომელთაც უკანასკნელ ამხანაგურ მატჩებში ითამაშეს.

ცნობისათვის, კონფედერაციის თასი 15-დან 30 ივნისამდე ჩატარდება. გახსნით მატჩში, სკოლარის გუნდი იაპონიის ნაკრებს გაეჯიბრება.

0.122173