ბრაზილიელი მწვრთნელი, ლუიშ ფელიპე სკოლარი, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული ასაკიდან კარგა ხანია გამოვიდა, “იმ ამბებში” ძველებურად პატარა ბიჭივითაა და როდესაც საამისო შანსი ეძლევა, ლამაზ ქალებთან თანაყოფაზე უარს არასოდეს ამბობს.
მექალთანე მწვრთნელის მეუღლე ოლგა სკოლარი, ამბობს, რომ უკვე კარგა ხანია, რაც ქმრის თავაშვებულობით დაიღალა და ამ ყველაფერს ისე შეეჩვია, რომ აღარც კი უსმენს იმ ადამიანებს, რომლებიც ფელიპეს მორიგი საყვარლის შესახებ “საიდუმლო ინფორმაციას” აწვდიან.
ადრე ოლგას მართლაც რომ სანიმუშო გაძლება ჰქონდა ქმრის ქალთმოყვარეობის მიმართ. რვა წლის წინ, ერთ-ერთ ბრაზილიურ კარნავალზე ლუის ფელიპემ კარნავალის “დედოფალი” გაიცნო და მთელი სამი თვის განმავლობაში მასთან გადაბარგდა საცხოვრებლად. თუმცა, შემდეგ კვლავ ცოლთან დაბრუნდა და ოლგამ ყველაფერი აპატია. რა გაეწყობა, ბრაზილიელობა ძნელია!