ფეხბურთი

11:15 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ტოტის მუნდიალის განაცხადში შევიყვანდი”

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი “რომას” ლიდერ ფრანჩესკო ტოტის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით აღფრთოვანებულია. ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში სპეციალისტმა ისიც კი თქვა, რომ ტოტის თავის ნაკრებში სიამოვნებით გამოიძახებდა.

“იგი “რომას” სიმბოლოა” და ბრწყინვალე თამაშითაც გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს, გუნდისადმი ერთგულებით სამაგალითოა. ფრანჩესკო ტოტი რომ ჩემი თანამემამულე იყოს, მას მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემადგენლობაში აუცილებლად შევიყვანდი, მაგრამ იტალიელია და ალბათ მუნდიალზეც ითამაშებს” – განაცხადა სკოლარიმ.

0.117539