ლუიშ ფელიპე სკოლარი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებსა და კანდიდატებს აკვირდება და აცხადებს, რომ 23-კაციანი შემადგენლობა თითქმის, 95 პროცენტით უკვე შერჩეული ჰყავს. გარდა ამისა, სკოლარიმ ისაუბრა თემაზე – მიეცემათ თუ არა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატისას სექსის უფლება.
"შევხვდი ფეხბურთელებს პარიზში, ლონდონსა და ბარსელონაში. ახლა მიუნხენში მივდივარ. მათი შესაძლებლობები ვიცი, თუმცა შეხვედრები ფსიქოლოგიური ხასიათით არის სასარგებლო. ლონდონში ბრაზილიელ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უნდა დამშვიდდნენ და კარგად მოემზადონ მუნდიალისთვის. რა თქმა უნდა, მანამდე მაქსიმუმი უნდა გაიღონ თავიანთი კლუბებისთვის, რადგან ისინი ხელფასს უხდიან.
..."მე ასე ვერ ვთამაშობ, ფელიპაო" – მითხრა ერთმა ფეხბურთელმა, თუმცა ის დავამშვიდე, რადგან მისი მჯერა. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგიური მომზადება მსოფლიოს ჩემპიონატამდე კარგა ხნით ადრე დაიწყოს.
... ნეიმარს ესპანური პრესა ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ ეს წნეხიცაა, რადგან მათ სურთ, რომ ნეიმარი მუნდიალზე გამოკვეთილი ვარსკვლავი არ იყოს. თუმცა, მე მჯერა ამ ფეხბურთელის. ის ძლიერი და ამბიციურია. ნეიმარმა თავი გამოიჩინა "რეალთან" და "ესპანიოლთან" მატჩებში. გადამწყვეტი როლი შეასრულა "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში. ნეიმარს საუკეთესოდ თუ დაასახელებენ, ეს სამართლიანი იქნება, რადგან მართლაც კარგად თამაშობს.
... ექნებათ თუ არა ფეხბურთელებს მუნდიალისას სექსის უფლება? თუ ნორმალურ სექსზეა საუბარი, ექნებათ. ნორმალურში ვგულისხმობ ნორმალურს და არა შენობის სახურავზე, ან აკრობატულ პოზებში. აი, ასეთი რამ დაუშვებელია".