ფეხბურთი

11:54 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ესპანეთი ბრაზილიაზე ძლიერია”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად ესპანეთს მიიჩნევს.

“ესპანელები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან და აქედან გამომდინარე, ფავორიტის სტატუსსაც ყველაზე მეტად იმსახურებენ. რეალურად ჩვენზე ძლიერი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ თუ მაქსიმალურად კარგად ვითამაშებთ, მათი ძლევა შეგვიძლია. ეს კონფედერაციათა თასის ფინალშიც დავამტკიცეთ. ის შედეგი ბრაზილიის ძლიერმა თამაშმა განაპირობა და არა ესპანეთის ჩავარდნამ” – განაცხადა სკოლარიმ.

 

0.114377