ფეხბურთი

12:48 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი ეპიზოდებით უკმაყოფილო დარჩა

 

კონფედერაციათი თასის ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული მეორე გამარჯვებისა და ნახევარფინალში ნაადრევად გასვლის მიუხედავად, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი მექსიკასთან 2:0 მოგებული შეხვედრების შემდეგ, ეპიზოდებში საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

მასპინძლებმა მექსიკა 2:0 დაამარცხეს. ანგარიში მატჩის დებიუტში ნეიმარმა გახსნა, ხოლო საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჟომ საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა იმ ეპიზოდებზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მოედანზე მეტოქე დომინირებდა.

“შეხვედრის დებიუტი ჩემმა გუნდმა ფანტასტიკურად ჩაატარა. მერე ინიციატივას მექსიკის ნაკრები დაეუფლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა და წნეხში გვამყოფებდა. მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა, რომ კარგად ვთამაშობდით. შექებას მთელი გუნდი იმსახურებს. მინდა აღვნიშნო სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო, რომელმაც ცოტა არ იყოს ჩვენი მეტოქე დააფრთხო. მეორე ტაიმი ძალიან მომეწონა. შესვენებისას რიგ სათამაშო ასპექტებში კორექტივები შევიტანეთ და მართლაც მძლავრად ვითამაშეთ. მექსიკა იძულებული გახდა გაერისკა, ზურგი მოაშიშვლა და ჩვენ ამით ვისარგებლეთ” - განაცხადა სკოლარიმ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ბრაზილიელები იტალიის წინააღმდეგ, 22 ივნისს გამართავენ.

თეგებისკოლარი
0.114772