ფეხბურთი

11:19 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “დარწმუნებული ვარ, ლუის გუსტავოს თამაში მოუწევს”

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ლუის გუსტავოს შესახებ ისაუბრა. სპეციალისტის აზრით, ბრაზილიის ნაკრების წევრს საკლუბო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება.

“მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის გარდა არაერთი ტიტულისთვის იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ, ლუის გუსტავოს წარმატებაში თავისი სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია. იმედია, მას საკმარისი სათამაშო დრო მიეცემა. ხოლო თუ ასე არ იქნება, აჯობებს, კლუბის შეცვლაზე დაფიქრდეს”, – განაცხადა სკოლარიმ.

 

0.121989