ფეხბურთი

18:23 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარი: “ბრაზილიაში ფეხბურთი რელიგიაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებით დაწყებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილია თამაშობს, მისგან მხოლოდ მოგებას ითხოვენ. ეს დამატებითი ზეწოლა არაა. ჩვენი ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ეს ჩვეული ატმოსფეროა.

ვიცი, რომ ტურნირის ორგანიზების მხრივ პრობლემებია. ადგილობრივი მაცხოვრებლები აღშფოთებულნი არიან, მაგრამ ჩვენ ისინი მოგებით უნდა გავახაროთ. ბრაზილიაში, ფეხბურთი რელიგიაა.

ხორვატია, მექსიკა და კამერუნი – ყოველი მათგანი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ და ტურნირი დამაჯერებლად დავიწყოთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია პირველ მატჩს 12 ივნისს, ხორვატიასთან გამართავს, რის შემდეგაც, სამხრეთ ამერიკელები მექსიკასა (17 ივნისს) და კამერუნს (23 ივნისს) დაუპირისპირდებიან.

0.126681