როგორც იცით, ქალთა ემანსიპაციის და უფლებების დაცვის მხრივ სკანდინავიის ქვეყნები განსაკუთრებულად მოწინავენი არიან და ეს სკანდინავიაში ქალების სპორტისადმი დამოკიდებულებითაც აისახება.
როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პროცენტული გაანგარიშებით, სპორტს ქალები განსაკუთრებულად აქტიურად შვედეთსა და ნორვეგიაში მისდევენ. მათ შემდეგ კი, კანადა და ფინეთი მოდიან.
სკანდინავიის ქვეყნები ყველაფერთან ერთად იმითაც გამოირჩევიან, რომ ქალების როლი ამ ქვეყნების ცხოვრებაში ძალიან დიდია. მაგალითად, ფინეთის წინა მოწვევის პარლამენტში ქალების რაოდენობა მამაკაცი პარლამენტარების რაოდენობასაც კი სჭარბობდა.