ვეტერანი ჰილანდიელი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი თავის შეყვარებულზე, ჰოლანდიელ ლამაზმან, ოლკაი გულსენზე ამბობს, რომ ეს ქალი ყველა ევროპელ ასულს არ ჰგავს და მასზე არჩევანიც მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ უინტერესო ლამაზმანები ყელში ჰქონდა ამოსული.
“პიტბულს“ ოლკაი გულსენი სამ წელიწადზე მეტია უყვარს და ამ წყვილის შესახებ ევროპული პრესა ხშირად წერს. ედგარ დავიდსს ოლკაის განსაკუთრებულობანი არ დაუკონკრეტებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სიტყვების მიზეზი ედგარის ”ყურებამდე“ შეყვარებულობაა.
ისე, სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმასაც, რომ ოლკაი გულსენი ედგარ დავიდსს ისეთ რამეებში უჯერებს, რასაც აქამდე ალბათ ბევრ მამაკაცს არ შეუსრულებდა. მაგალითად, გულსენს უკვე წელიწადზე მეტია, ეროტიკულ ფოტოსესიებში არ მიუღია მონაწილეობა და ეს მხოლოდ და მხოლოდ სატრფოს თხოვნით გააკეთა.