ფეხბურთი

13:32 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” ულტიმატუმი პელეგრინის

“მანჩესტერ სიტის” თავკაცი მაურისიო პელეგრინი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 60 მილიონ ევროს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი კლუბს უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიყვანს. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.

როგორც იცით, რობერტო მანჩინის მწვრთნელობისას, “ქალაქელებმა” ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ვერ დაძლიეს ჯგუფური ეტაპი. წლეულს, მანჩესტერელთა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა და პლეი ოფისთვის მაქსიმალურად ემზადებიან.

ამგვარად, “სიტისთვის” “საშემოდგომო” მიზანი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზურის მოპოვებაა. თუკი პელეგრინის გუნდი პლეი ოფში ვერ გავა, სეზონის ბოლომდე არსებული შემადგენლობით მოუწევს თავის გატანა.

 

0.123801