“მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული ფეხბურთელები – სტევან იოვეტიჩი, მიკა რიჩარდსი და მარტინ დემიკელისი მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან. Goal-ის ცნობით, სამივე მათგანი აღდგენითი პროცესის დასკვნით ეტაპს გადის და მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის მათი გამოყენება სულ მალე შეეძლება.
“ქალაქელთა” სამწვრთნელო შტაბი იოვეტიჩის დაბრუნებას “ნიუკასლთან” 11 იანვარს გასამართ მატჩში ელის. დემიკელისს და რიჩარდსს მუხლქვეშა მყესის პრობლემა ჰქონდათ, მაგრამ ისინი ვარჯიშს უახლოეს დღეებში შეუდგებიან.
რაც შეეხება სერხიო აგუეროს, არგენტინელი კვლავ ლაზარეთში რჩება. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.