ფეხბურთი

14:17 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” კომპანი გამოაკლდა

“ნიუკასლთან” ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, “მანჩესტერ სიტის” მცველმა ვენსან კომპანიმ ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. L’Equipe-ს ცნობით, 27 წლის ბელგიელს დაახლოებით 2 კვირა გაუცდება.

უახლოეს პერიოდში, კომპანის დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების ზუსტი ვადებიც ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” “ნიუკასლი” 4:0 დაამარცხა, კომპანიმ კი, ტრავმა 71-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ხავი გარსია ჩაერთო.

 

0.126569