ფეხბურთი

17:58 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” სანიას ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონის “არსენალის” მარჯვენა მცველი ბაკარი სანია, მომდევნო სეზონიდან, “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს. “ქალაქელებმა” 31 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

სანიასა და “არსენალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე თვის ბოლოს გასდის. ეს ნიშნავს, რომ “სიტი” ფეხბურთელს უფასოდ დაიმატებს.

ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, სანია 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “არსენალის” მსგავსად, ის “სიტიშიც” 3 ნომრით ითამაშებს.

ბაკარი სანია “არსენალში” 2007 წლიდან თამაშობდა. ლონდონური გუნდის შემადგენლობაში მან 284 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამ დროის განმავლობაში სანიამ ერთადერთი ტიტული, ინგლისის ასოციაციის თასი (2014 წელს) მოიგო.

0.118802