საშობაო თამაშები ალბათ ბევრ ცვლილებას შეიტანს პრემიერლიგის ცხრილში. ყოველ შემთხვევაში, თითქმის ყოველ მესამე დღეს თამაში ადვილი არ არის. თანაც საინტერესო სიტუაციაა, “მანჩესტერი,” რომელიც მე-8 ადგილზე იყო, მხოლოდ 8 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ “ლივერპულს.”
“ემიუ” ჰალში კარგ ხასიათზე, ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ჩავიდა და ისეთი ამბები დაატრიალა, შარშან რომ იცოდა ხოლმე. მე-13 წუთისთვის უკვე 0:2 აგებდა, მაგრამ მე-19-ზე სმოლინგმა თავურით ერთი გაქვითა, ცოტა ხანში კი რუნიმ შესანიშნავად დაარტყა ცხრიანში და გაათანაბრა. ეს “შრეკის” 150-ე გოლი იყო პრემიერლიგაში “იუნაიტედის” მაისურით. ბოლოს მანჩესტერელებს ისევ “თავისიანმა უშველა” - ჯეიმს ჩესტერმა, რომელმაც ექვსი წელიწადი გაატარა “იუნაიტედის” აკადემიაში, ზუსტი დარტყმით გაიტანა საკუთარ კარში (სხვათა შორის, მე-4 წუთზე სწორედ მან გახსნა ანგარიში). ზედიზედ მესამე გამარჯვების გარდა, დევიდ მოიესს კიდევ ერთი რამ ახარებს, ოპერაციის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა ძალიან საჭირო შუახაზელი მაიკლ კერიკი. “როცა ორი ბურთით აგებ, ძალიან ძნელია მოგება, მაგრამ ჩემმა შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს და მეტოქეს აჯობეს. ახლა მხოლოდ გამარჯვებები გვჭირდება, რათა ლიდერებთან ჩამორჩენა შევამციროთ. ვფიქრობ, დღევადელ სიტუაციაში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ერთია კიდევ, ბოლო დროს ბევრ ახალგაზრდას მივეცით თავის გამოჩენის საშუალება: ფილ ჯონსი, ადნან იანუზაი, ტომ კლევერლი, კრის სმოლინგი, დენი უელბეკი, ეს ბიჭები საიმედო ცვლაა” – აღნიშნა შემდეგ მოიესმა. მისმა ოპონენტმა სტივ ბრიუსმა კი თქვა - “მანჩესტერს” უყურადღებობისთვის დასჯა კარგად ეხერხებაო.
“არსენალი,” რომელმაც მიჯრით სამ მატჩში დაკარგა ქულები, ამჯერად შეუვალი აღმოჩნდა. “ჩაქუჩები” კი ძალიან რთულ სატურნირო მდგომარეობაში არიან, გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და ამიტომ შობის საღამოს, კაპიტანმა კევინ ნოლანმა პირადად გააუქმა კორპორატიული ზეიმი და გუნდმა შებინდებისასაც ივარჯიშა. თამაშიც ჟინიანად დაიწყეს და კარლტონ კოულმა ანგარიშიც გახსნა, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და “მეთოფეებმა” როგორც იქნა, იმარჯვეს. დუბლი მიითვალა თეო უოლკოტმა, ერთიც ლუკას პოდოლსკიმ შეაგდო. და კიდევ, ოლივიე ჟირუმ იმდენი მომენტი გააცუდა, ალბათ რამდენიმე მატჩს ეყოფოდა, ამ მოგებით “არსენალმა” ლიდერობა დაიბრუნა. “ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაშის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ” – განაცხადა არსენ ვენგერმა.
“თავისი” მატჩი მოიგო “ჩელსიმაც.” “სუონსის” პრობლემები აქვს. ახლახან გაირკვა, რომ მათი მთავარმეგოლე, ესპანელი მიჩუ ტრავმის გამო დაახლოებით სამ თვეს გამოტოვებს. მართალია, მათ ჰყავთ ვილფრიდ ბონი, ალვარო ვასკესი და ანხელ რანხელი, მაგრამ მიჩუს გარეშე “გედები” სულ სხვები არიან. აკი თქვა კიდეც მათმა დამრიგებელმა, მიქაელ ლაუდრუპმა, ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელი აუცილებლად უნდა დავიმატოთო. ამჯერად კი ყველაფერი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ბელგიელი ედენ აზარის გოლმა გადაწყვიტა.
ტურის მთავარი მატჩი კი მანჩესტერის “ეტიჰედზე” გაიმართა, სადაც “სიტიმ” ბოლო დროს აწყვერტილი, ლიდერი ”ლივერპული” შეაჩერა. ამ შეხვედრამდე ბრენდან როჯერსის შეგირდბმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს და 17 (!) გოლი გაიტანეს. მართლაც ფანტასტიკური შედეგია. ამჯერადაც დაწინაურდნენ, გოლი ბრაზილიელმა ფილიპე კოუტინიომ გაიტანა. თუმცა, მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, ვენსან კომპანის თავურს სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს. ტაიმის მიწურულს კი ხესუს ნავასი და ალვარო ნეგრედო სწრაფ კონტრშეტევაში გაიქცნენ, ნეგრედომ დაარტყა, ლივერპულელთა მეკარე მინოლე თითქმის მისწვდა ბურთს, მაგრამ ბოლო მომენტში ვეღარ შეიმაგრა და “ქალაქელები” დაწინაურდნენ. ეს იყო და ეს, მეტი გოლი აღარ გასულა.
და სუარესი? ურუგვაელს ამჯერად არ გაუტანია, თუმცა ჩვეულად აქტიური იყო, რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდ დაარტყა და პირველი გოლის კომბინაციაშიც უშუალო მონაწილეობა მიიღო.
ჰალ სიტი – მანჩესტერი 2:3 (2:2)
ჰალი. “კინგსტონი.” 24 826
ჰალ სიტი: მაკგრეგორი (ჰარპერი 46), ფიგეროა (ბოიდი 73), დევისი, ბრიუსი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი, ელ მუჰამადი, მეილერი (კორენი 46), ლივერმორი, საგბო, გრემი
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
მანჩესტერი: დე ხეა, ევრა, ევანსი, რაფაელი (იანუზაი 18), სმოლინგი, ვალენსია, იანგი (კერიკი 78), ფლეტჩერი (ერნანდესი 62), კლევერლი, რუნი, უელბეკი
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 ჩესტერი (4), 2:0 მეილერი (13), 2:1 სმოლინგი (19), 2:2 რუნი (26), 2:3 ჩესტერი (ს.კ. 66)
გაფრთხილება: ფიგეროა (19), ბრიუსი (72); იანუზაი (34), ვალენსია (61), რუნი (73)
გაძევება: ვალენსია (90)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 4(6)-2(5), ჯარიმა: 10-13, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 0-0, სეივი: 1-3
ასტონ ვილა – კრისტალ პალასი 0:1 (0:0)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 37 752
ასტონ ვილა: გუზანი, ლაუტონი, კლარკი, ბეიკერი, ლუნა (ბაკუნა 67), ელ აჰმადი, დელფი, ალბრიგტონი, აგბონლაჰორი, კოზაკი (ბოუვერი76), ვაიმანი (ტონევი 87)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
კრისტალ პალასი: სპერონი, მარიაპა, გაბიდონი, დელანი, უარდი, პერი, იედინაკი, პანჩონი (უილიამსი 65), ბენანი (მოქსი 86), ბოლასიე, ჯერომი (გეილი 72)
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლი: 0:1 გეილი (90+2)
გაფრთხილება: ბეიკერი (35), ელ აჰმადი (72); ბენანი (37), ჯერომი (67)
მსაჯი: ჰოუვარდ უები
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 3(3)-4(3), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 7-5, თამაშგარე: 2-4, სეივი: 6-4
კარდიფ სიტი – საუთჰემპტონი 0:3 (0:3)
კარდიფი. “კარდიფ სიტი სთედიუმი.” 27 929
კარდიფ სიტი: მარშალი, ტეილორი (ჯონი 61), ტერნერი, თეოფილე კეტრინი, კოლკერი, უითინგემი, მატჩი, გუნარსონი (ბო-კიუნგ კიმი 80), ნუნი, ოდემვინგიე (კორნელიუსი 46), კემპბელი
მწვრთნელი: მალკი მაკაი
საუთჰემპტონი: გასანიგა, იოშიდა, ჟოზე ფონტე, შოუ, დევისი, ლალანა (უარდ-პროუსი 80), კორკი, შნაიდერლინი, ჩემბერსი, როდრიგესი (რამირესი 86), ლამბერტი (გალახერი 90+3)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1, 0:2, როდრიგესი (14, 20), 0:3 ლამბერტი (27)
გაფრთხილება: ნუნი (22); შოუ (25), შნაიდერლინი (48)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 2(7)-2(3), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-0
ჩელსი – სუონსი 1:0 (1:0)
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 111
ჩელსი: ჩეხი, ეშლი კოული, ტერი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ობი მიკელი, რამირესი, აზარი (ვილიანი 82), ოსკარი (ლამპარდი 67), ეტო’ო, მატა (შურლე 72)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
სუონსი: ტრემელი, ტეილორი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ამატი, რუტლიჯი (ბონი 76), ბრიტონი, შელვი, კანიასი (დე გუზმანი 61), პოსუელო (პაბლო ერნანდესი 46), ალვარო ვასკესი
მწვრთნელი: მიქაელ ლაუდრუპი
გოლი: 1:0 აზარი (29)
გაფრთხილება: რამირესი (86); ამატი (86)
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7(8)-0(4), ჯარიმა: 14-10, კუთხური: 13-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 1-6
ევერტონი – სანდერლენდი 0:1 (0:1)
ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 39 193
ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, დისტინი, ოვიედო, პინაარი (იელავიჩი 76), ბერი, ოსმანი (ჟოელ რობლესი 24), კოულმენი, მაკარტი, მირალასი (ბარკლი 46), ლუკაკუ
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
სანდერლენდი: მანონე, დიაკიტე, ბერდსლი, ჩელუსტკა, რობერგე, კატერმოლი, ლარსონი, სუნგ-იონგ კი, კოლბექი (ჯაკერინი 70), ფლეტჩერი (ალტიდორე 87), ბორინი
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი
გოლი: 0:1 სუნგ-იონგ კი (პენ, 25)
გაფრთხილება: ბერი (42)
გაძევება: ჰოვარდი (23)
მსაჯი: ლი პრობერტი
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 11(7)-4(8), ჯარიმა: 10-7, კუთხური: 11-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 5-9
ნიუკასლი – სტოკი 5:1 (1:1)
ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსის პარკი.” 51 665
ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, დებიუში, უილიამსონი, სანტონი (ჰაიდარა 61), ბენ არფა, კაბაიე, სისოკო, ანიტა (შოლა ამეობი 46), რემი, გუფრანი (სისე 72)
მწვრთნელი: ალან პარდიუ
სტოკი: სორენსენი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი, ნ’ზონზი (მუნიესა 72), კრაუჩი (პალასიოსი 59), უოლტერსი, ასაიდი (უილკინსონი 46)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლები: 0:1 ასაიდი (29), 1:1 რემი (44), 2:1 გუფრანი (48), 3:1 რემი (56), 4:1 კაბაიე (66), 5:1 სისე (პენ, 80)
44-ე წუთზე რემიმ ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: დებიუში (45+1), ველანი (34), ნ’ზონზი (44)
გაძევება: ველანი (40), უილსონი (43)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 8(8)-3(6), ჯარიმა: 10-5, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-3
ნორვიჩი – ფულემი 1:2 (1:1)
ნორვიჩი. “ქეროუ როუდი.” 26 811
ნორვიჩი: რადი, უიტაკერი, ოლსონი, ტერნერი, ბასონგი, ფერი, სნოდგრასი (ჰულაჰანი 71), ჯონსონი, რედმონდი, ელმანდერი (ვან ვოლფსვინკელი 63), ჰუპერი
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
ფულემი: სტოკდეილი, ჰიუზი, ამორებიეტა, რითერი, სიდუელი, დაფი (როდალეგა 58), პარკერი, რიჩარდსონი, ტაარაბტი (დეჟაგა 72), კასამი, კაჩანიკლიჩი (რიისე 90+2)
მწვრთელი: რენე მელენსტეენი
გოლები: 1:0 ჰუპერი (13), 1:1 კასამი (33), 1:2 პარკერი (87)
გაფრთხილება: ტერნერი (49), ფერი (58), რედმონდი (82)
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 6(6)-4(7), ჯარიმა: 14-8, კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-2
ტოტენჰემი – ვესტ ბრომვიჩი 1:1 (1:0)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 545
ტოტენჰემი: ლორისი, მაიკლ დოუსონი, როუზი, კირიკეში, უოლკერი, შადლი (ლამელა 75), ჰოლტბი (ბენტალები 63), სიგურდსონი, ერიკსენი, ადებაიორი, სოლდადო
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიდი, რიჯუელი, ლუგანო, კრეიგ დოუსონი, ამალფიტანო (მულუმბუ 71), მორისონი, იაკობი, გერა (სესენონი 77), ვიდრა (ბერაინო 84)
მწვრთნელი: კიტ დაუნინგი
გოლები: 1:0 ერიკსენი (36), 1:1 ოლსონი (38)
გაფრთხილება: ერიკსენი (37), უოლკერი (56), სოლდადო (87); რიდი (30), ოლსონი (67)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 3(10)-3(2), ჯარიმა: 8-12, კუთხური: 12-2, თამაშგარე: 4-3, სეივი: 3-2
ვესტ ჰემი – არსენალი 1:3 (0:0)
ლონდონი. “ბოლეინ გრაუნდი.” 34 977
ვესტ ჰემი: ადრიანი, ო’ბრაიენი (დემელი 63), მაკარტნი, კოლინზი (რაცი 38), ტომკინსი, ჯო კოული, ნოლანი (ტეილორი 75), ნოუბლი, ჯერვისი, დიამე, კარლტონ კოული
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, გიბსი, იოზილი (ფლამინი 81), არტეტა, კასორლა, რემზი (პოდოლსკი 65), უოლკოტი, ჟირუ (ბენდტნერი 85)
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 კარლტონ კოული (46), 1:1, 1:2 უოლკოტი (68, 71), 1:3 პოდოლსკი (79)
გაფრთხილება: ო’ბრაიენი (20), კასორლა (61)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 5(7)-8(9), ჯარიმა: 11-6, კუთხური: 0-9, თამაშგარე: 3-2, სეივი: 5-4
სიტი – ლივერპული 2:1 (2:1)
მანჩესტერი. “ეტიჰედი.” 47 351
სიტი: ჰარტი, კომპანი, ლესკოტი, საბალეტა, კოლაროვი, ნასრი (მილნერი 72), დავიდ სილვა (ხავი გარსია 87), იაია ტურე, ხესუს ნავასი, ფერნანდინიო, ნეგრედო (ჯეკო 77)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, საკო, სისოკო, ლუკას ლეივა (იაგო ასპასი 82), ალენი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (მოზესი 68), სტერლინგი, სუარესი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
გოლები: 0:1 ფილიპე კოუტინიო (24), 1:1 კომპანი (31), 1:2 ნეგრედო (45+1)
გაფრთხილება: საბალეტა (81); ჯონსონი (68), მოზესი (86), სუარესი (90+1)
მსაჯი: ლი მეისონი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 6(7)-5(5), ჯარიმა: 11-9, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-4
მეგოლეები:
19 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
13 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
10 – ლოიკ რემი (“ნიუკასლი”)