ფეხბურთი

13:49 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ბარკლის შესაძენად 30 მილიონი გადადო

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტი" მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის "ევერტონის" შემტევი ნახევარმცველის როს ბარკლის შეძენას შეეცდება.

"ქალაქელები" მზად არიან 20 წლის ფეხბურთელში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადონ, ხოლო "ევერტონი" ნახევარმცველის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს.

როს ბარკლის მუხლის ტრავმა აწუხებს და შესაბამისად, 2014/15 წლების სეზონში თამაში ჯერ არ ჩაუტარებია.

გიორგი ბალახაძე

 

თეგებიროს ბარკლი
0.11997