ფეხბურთი

17:39 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ნასრისთან გაახანგრძლივებს

“მანჩესტერ სიტი” ნახევარმცველ სამირ ნასრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. ბრიტანული პრესის ცნობით, “ქალაქელები” ხელშეკრულების დეტალებს ათანხმებენ და სულ მალე, ფრანს წინადადებით მიმართავენ.

მიმდინარე სეზონში წარმატებული თამაშით, ნასრიმ მანჩესტერელთა გული მოიგო და დაკარგული ნდობაც დაიბრუნა. სავარაუდოდ, “სიტი” ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს. ფეხბურთელის ყოვეკვირეული ანაზღაურება ისევ 180 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.

ცნობისათვის, ნასრის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.

0.120007