ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ინგლისური “მანჩესტერ სიტი” სამირ ნასრის გაყიდვას გეგმავს. Goal.com-ის ცნობით, “ქალაქელები” 25 წლის ფრანგს 18 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებენ.
ახლო წარსულში, ნახევარმცველისადმი ინტერესს ფრანგული “მონაკო” იჩენდა, მაგრამ ფეხბურთელმა ნისლიან ალბიონზე დარჩენა გადაწყვიტა. ზემოთთქმული წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, ნასრი რომელიმე ლონდონურ კლუბში გადაბარგდეს.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი “სიტიში” 2011 წლის ზაფხულში, “არსენალიდან” გადავიდა. მანჩესტერელებს ტრანსფერი 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ფრანგმა 18 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა.