“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი “სევილიას” მცველ ალბერტო მორენოთი დაინტერესდა. Estadio Deportivo-ს ცნობით, ბრიტანელები კონკრეტული სატრანსფერო წინადადებით ესპანელებს ზაფხულში მიმართავენ.
მიმდინარე სეზონში მორენომ პრიმერადივიზიონსა და ევროტურნირებზე 37 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.