“მანჩესტერ სიტი” გუნდის 28 წლის ნახევარმცველთან, ჯეიმს მილნერთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
მილნერსა და “სიტის” შორის მოქმედ კონტრაქვს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის. ინგლისური პრესის ცნობით, მანუელ პელეგრინი ფეხბურთელის უნივერსალობით კმაყოფილია და “ქალაქელები” მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებენ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატამდე უნდა გაფორმდეს.
ჯეიმს მილნერი “სიტიში” 2010 წლიდან თამაშობს. მანჩესტერული გუნდის მაისურით ჩატარებულ 142 თამაშში მან 10 გოლი გაიტანა. აქედან 30 თამაში და 2 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.