სამშაბათს “არსენალის” წაფორხილებამ “მანჩესტერ სიტის” გალიდერების შანსი გაუჩინა და წუხელ ეს შანსი მანუელ პელეგრინის შეგირდებმა ჩინებულად გამოიეყენეს. ერთიცაა, შარშან, 24 ნოემბერს, “ქალაქელებმა” თავის სტადიონზე საშინელების საღამო მოუწყვეს “დეზებს” - 6:0 დაამარცხეს და ფაქტობრივად, ამას შეეწირა ლონდონელთა პორტუგალიელი დამრიგებელი ანდრე ვილაშ ბოაში. ზოგიერთი სპეციალისტი ამბობდა, შესაძლოა, “ტოტენჰემმა” რევანში აიღოსო, მით უმეტეს, რომ ახალი მწვრთნელის, ტიმ შერვუდის ხელში მასპინძლებს ჩემპიონატში ჯერ არ წაეგოთ. მაგრამ “ქალაქელებმა” კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დღეისათვის ლიგაში საუკეთესოები არიან. რა იქნება ხვალ, ამას დრო გვიჩვენებს.
ლონდონელებს ამ შეხვედრამდე ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერელებს - ექვსი. ამჯერად შერვუდმა სტუმრებს მხოლოდ ერთი თავდამსხმელი, სხვათა შორის, ყოფილი “ქალაქელი,” ემანუელ ადებაიორი დაუპირისპირა. ამით შერვუდი შუა ხაზში რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას ფიქრობდა, მაგრამ ჩანაფიქრმა არ გაუმართლა. სტუმრებმა თავიდანვე დააწესეს ბურთზე კონტროლი და რომ არა მსაჯის რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება, ანგარიში ალბათ მთლად დამცინავი იქნებოდა. პირველი გოლი აგუერომ გაიტანა, დავიდ სილვას მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ. ტაიმიც ასე დასრულდა. მეორეს დასაწყისში კი მსაჯმა უხეშობისთვის ტოტენჰემელი დენი როუზი გააძევა და ცხადი გახდა, შერვუდის ბიჭებს კარგი საღამო არ ელოდათ. ასეც მოხდა, გაიტანეს იაია ტურემ (პენალტი), ჯეკომ, კომპანიმ და თქვენ წარმოიდგინეთ, სტევან იოვეტიჩმაც კი. ჩერნოგორიელის გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა. მასპინძელთაგან ერთი საპასუხო ფრანგმა ეტიენ კაპუემ შეაგდო.
მანჩესტერელთა სიხარული ერთმა ფაქტმა გააუფერულა, ისევ დაშავდა მათი მთავარმეგოლე, სერხიო აგუერო. არგენტინელმა მეორე ტაიმში თამაში ვეღარ გააგრძელა. თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა მოგვიანებით შევიტყობთ.
“სტუმრებთან თამაში როუზის გაძევებამდეც რთული იყო, მის შემდეგ ხომ საერთოდ უშანსოდ დავრჩით. ამჟამად “სიტი” პლანეტის საუკეთესო გუნდია,” – თქვა შემდეგ ტიმ შერვუდმა, მისმა ოპონენტმა მანუელ პელეგრინიმ კი დასძინა: ფანტასტიკური ფეხბურთი ვითამაშეთ. მართალია პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ბურთი გავიტანეთ, მაგრამ 3-4 რეალური შანსი კიდევ გვქონდა. მეორეში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგაო.
ამასობაში “ჩელსიმ” შინ “ვესტ ჰემს” ვერ მოუგო. “ჩაქუჩები” დაცვაში ჩაიკეტნენ, “არისტოკრატები” კი უტევდნენ, უტევდნენ, მაგრამ ბურთი ყველგან მიდიოდა სტუმართა კარის გარდა. ბურთის ფლობის მაჩვენებელიც (70%-30%) ყველაფერზე კარგად მეტყველებს. მეტოქის ტაქტიკით აღშფოთებულმა ჟოზე მოურინიუმ შემდეგ “ვესტ ჰემს” მე-19 საუკუნის გუნდი უწოდა. “ძალიან ცუდია, როცა ერთი გუნდი ფეხბურთს თამაშობს, მეორე კი 11 კაცით კარში დგას. ეს მე-19 საუკუნის ფეხბურთს უფრო წააგავს. მეტოქეთა მეკარეს ბოლო 20 წუთის განმავლობაში აშკარად გაჰყავდა დრო, მსაჯმა კი მხოლოდ 4 წუთი დაამატა. ასეთი რამ მისაღებია?”
ასტონ ვილა – ვესტ ბრომვიჩი 4:3 (3:3)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 36 083
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ლაუტონი (ჰოლტი 65), კლარკი, ელ აჰმადი (სილა 76), დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, ბენტეკე, ვაიმანი (ბეიკერი 79)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ოლსონი, რიდი (ბერაინო 76), რიჯუელი, ლუგანო, მორისონი, მულუმბუ, იაკობი, ბრანტი, ანიჩებე (ვიდრა 80), ანელკა (ამალფიტანო 26)
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 0:1 ბრანტი (4), 0:2 დელფი (ს.კ. 9), 1:2 ვაიმანი (12), 2:2 ბაკუნა (25), 3:2 დელფი (37), 3:3 მულუმბუ (43), 4:3 ბენტეკე (64, პენ.)
გაფრთხილება: ჰოლტი (89); ლუგანო (68), ბრანტი (70), ოლსონი (88)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 2(1)-1(1), ჯარიმა: 4-5, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 5-2, სეივი: 1-2
სანდერლენდი – სტოკი 1:0 (1:0)
სანდერლენდი. “ლაითი.” 34 745
სანდერლენდი: მანონე, ბრაუნი, ო’ში, ბერდსლი (ჩელუსტკა 46), ალონსო, ჯონსონი (გარდნერი 87), ლარსონი, სუნგ-იონგ კი, კოლბექი, ალტიდორე (ფლეტჩერი 67), ბორინი
მწვრთნელი; გუსტავო პოიეტი
სტოკი: ბეგოვიჩი, პეტერსი, შოუქროსი, უილსონი, კამერონი, ადამი, ველანი, ნ’ზონზი, კრაუჩი (უოლტერსი 65), ოდემვინგიე (გუიდეტი 90), ასაიდი (არნაუტოვიჩი 71)
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გოლი: 1:0 ჯონსონი (17)
გაფრთხილება: ბერდსლი (45), ბორინი (79); ნ’ზონზი (34), ადამი (40), უილსონი (50)
გაძევება: ნ’ზონზი (53)
მსაჯი: რობერტ მედლი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 5(6)-3(4), ჯარიმა: 16-15, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 5-5
ჩელსი – ვესტ ჰემი 0:0
ლონდონი. “სტემფორდ ბრიჯი.” 41 376
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა (ლამპარდი 63), ობი მიკელი (მატიჩი 63), ვილიანი, რამირესი, აზარი, ოსკარი (ბა 80), ეტო’ო
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
ვესტ ჰემი: ადრიანი, დემელი, ო’ბრაიენი, კოლინზი, ტომკინსი, დაუნინგი, ნოლანი (ნოჩერინო 80), ტეილორი, ნოუბლი, დიამე (ჯერვისი 30), ენდი კეროლი (კარლტონ კოული 64)
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
გაფრთხილება: რამირესი (84); ო’ბრაიანი (58), ტეილორი (61), ნოლანი (74)
მსაჯი: ნილ სუორბრიკი
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 8(14)-1(0), ჯარიმა: 12-12, კუთხური: 13-3, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-9
ტოტენჰემი – მანჩესტერ სიტი 1:5 (0:1)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 36 071
ტოტენჰემი: ლორისი, დოუსონი, როუზი, კირიკეში, უოლკერი, ლენონი, დემბელე, სიგურდსონი, ერიკსენი, ბენტალები, ადებაიორი
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი, ფერნანდინიო, აგუერო, ჯეკო
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1 აგუერო (15), 0:2 იაია ტურე (51, პენ), 0:3 ჯეკო (53), 1:3 კაპუე (59), 1:4 იოვეტიჩი (78), 1:5 კომპანი (89)
გაფრთხილება: ნოგტონი (64); იაია ტურე (33), აგუერო (40), დემიკელისი (40), საბალეტა (76)
გაძევება: როუზი (50)
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 1(2)-3(11), ჯარიმა: 10-10, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-1
მეგოლეები:
23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
13 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)