ფეხბურთი

12:20 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სიტი" ფერნანდუში 16 მილიონს იხდის

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ "პორტუს" ნახევარმცველ ფერნანდუ ფრანსიშკუ რეგესთან უახლოეს დღეებში კონტრაქტს გააფორმებს.

"ქალაქელები" პორტუგალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 16 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, რაც წინა შეთავაზებისგან 3.8 მილიონით მეტია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიური წარმოშობის პორტუგალიელ ფეხბურთელს ინგლისში თამაშის დიდი სურვილი აქვს.

გასულ სეზონში, 26 წლის ფერნანდუმ "პორტუს" რიგებში 45 მატჩი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

0.118605