თამაშგარე

16:24 | 24.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

სისწრაფის მოყვარული ბოლტი ისევ ავარიაში მოჰყვა

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, იამაიკელი სპორტსმენი - უსეინ ბოლტი ავარიაში მოჰყვა.
ნორვეგიაში მყოფმა ბოლტმა, სერიაში “ბრილიანტის ლიგა”, 100-მეტრიან დისტანციაზე ირბინა და მისი გამარჯვებულიც გახდა. მოგების შემდეგ იამაიკაში დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად წვეულებაზე წავიდა, რომელსაც მისი თანამემამულე - მძლეოსანი ასაფა პაუელი მართავდა. წვეულების შემდეგ, ნასვამი სპორტსმენი თავისი მანქანით სახლში გაემგზავრა. მაგრამ ეს მგზავრობა უსიამოვნო აღმოჩნდა, ვინაიდან, სისწრაფის მოყვარული სპორტსმენი, რომელიც ყველა წინმსწრებ მანქანას უსწრებდა, კინგსტონში, საკუთარ სახლთან მისული ავარიაში მოჰყვა. განსაკუთრებით დაზიანდა ავტომობილის წინა ნაწილი, მოსძვრა ბორბალი და გატყდა საქარე მინა, თავად უსეინი კი ჯანზეა...
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა ბოლტის საგზაო თავგადასავლებში. ოლიმპიური ჩემპიონი, 3 წლის წინაც მოჰყვა ავარიაში და შემთხვევა საკმაოდ მძიმედ დასრულდა _ ბოლტი საავადმყოფოში გადაიყვანეს მარცხენა ფეხის დაზიანებით...
 

0.169234