“ვალენსიადან” “ლივერპულში” განათხოვრებულ ალი სისოკოს იმედი აქვს, რომ ის ინგლისში თამაშს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც განაგრძობს.
“ვამაყობ იმით, რომ მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად ისეთ დიდ გუნდში თამაშის შესაძლებელობა მაქვს, როგორიც “ლივერპულია”.
რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ იმით, რომ “ლივერპულის” წევრი ვარ. მინდა მჯეროდეს, რომ ამ კლუბში არენდის ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც დავრჩები.” – ციტირებს სისოკოს სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.
მიმდინარე სეზონის სტარტზე, ალი სისოკოს, ტრავმის გამო, რამდენიმე მატჩი გაუცდა, მაგრამ ბოლო დროს ის “ლივერპულის” შემადგენლობაში სტაბილურად ხვდება. პრემიერლიგაში, მის ანგარიშზე ჩატარებული 5 თამაში და 1 შედეგიანი გადაცემაა.