ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში, “ნიუკასლსა” და “საუთჰემპტონს” შორის, მასპინძელთა ფრანგმა ნახევარმცველმა, მუსა სისოკომ არბიტრ მაიკ ჯონსს ცხვირი გაუტეხა, თუმცა ეს სპეციალურად არ გაუკეთებია. ერთ-ერთ ეპიზოდში სისოკო სტუმარ ჯოშ ჰოიველდს წამოდგომაში ეხმარებოდა და ამ დროს ხელი შემთხვევით იქვე მდგომ მსაჯს მოარტყა. ჯონსი წაიქცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი მოგვარდა. მსაჯს სისოკოსთვის არც ყვითელი და არც წითელი ბარათი არ უჩვენებია.