ფეხბურთი

18:12 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სისოკო “ვალიადოლიდის” ვარიანტს განიხილავს

29 წლის ფრანგი ნახევარმცველი მოჰამედ სისოკო ესპანურ “ვალიადოლიდში” გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

სისოკოს ბოლო გუნდი პსჟ იყო, რომელთანაც ფრანგმა კონტრაქტი გასული წლის სექტემბერში გაწყვიტა. მას შემდეგ, ის უგუნდოდაა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, სისოკო მოლაპარაკებებს “ვალიადოლიდთან” აწარმოებს და მხარეებმა წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწიეს. ივარაუდება, რომ ფეხბურთელი ესპანურ გუნდთან ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

0.117011