“პარი სენ ჟერმენის” დატოვების შემდეგ უგუნდოდ მყოფი მოჰამედ სისოკო შემოთავაზებებს ელის. “ტუტომერკატოვებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მალელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ევროპულ კლუბთან გააფორმებს ხელშეკრულებას.
“პარიზულ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდგომ, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან გუნდში თავს კომფორტულად ვეღარ ვგრძნობდი” - აღნიშნა ფეხბურთელმა.
“ამჟამად უგუნდოდ ვარ, ვცხოვრობ საფრანგეთში და ყოველდღიურად ვვარჯიშობ პირად მწვრთნელთან, ველი შემოთავაზებებს. თუ მექნება შემოთავაზება ევროპული კლუბიდან, ჩემთვის ეს იქნება იდეალური ვარიანტი. 28 წლის ვარ და ვფიქრობ, მაღალ დონეზე თამაში კვლავ შემიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიფიქრებდი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში წასვლაზე, თუმცა ამჟამად ჩემს პრიორიტეტს ევროპული კლუბი წარმოადგენს.’’
სისოკომ ასევე ისაუბრა გასულ სეზონზე, როცა “ფიორენტინაში” იყო განათხოვრებული.
“სამწუხაროდ, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, იტალიურ გუნდში წარუმატებელი პერიოდი გავატარე, ვინაიდან იქ საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამხვდნენ და რთული იყო მათთვის კონკურენციის გაწევა” - დაასრულა მალელმა ფეხბურთელმა.
“პარი სენ ჟერმენიდან” წასვლის შემდეგ, სისოკო სექტემბრის თვეში “რედინგთან” და “ანდერლეხტთან” ერთად ვარჯიშობდა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, სისოკოს წარმატებული კარიერა ჰქონდა “ვალენსიაში”, “ფიორენტინასა” და “ლივერპულში”.
დიმიტრი შარიქაძე