ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ფორვარდი ჯიბრილ სისე კარიერას ფრანგულ “მონპელიეში” განაგრძობს. L’Equipe-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი ოფიციალურად არ დასტურდება, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმებულნი არიან.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში სისე გაცილებით დაბალ ანაზღაურებას მიიღებს. სადღეისოდ, კონკრეტული ციფრები არ კონკრეტდება. საგულისხმოა, რომ ფრანგს ქპრ-სთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის სისემ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ალ გარაფში” გაატარა. ამ კლუბმა თავდამსხმელის გამოსყიდვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ევროპაში დაბრუნება არჩია.