იტალიის ეროვნული ნაკრების გოლიპერმა სალვატორე სირიგუმ, პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
სირიგუს, პარიზელებთან ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულში ეწურებოდა და ურთიერთთანამშრომლობა სამი წლით გახანგრძლივდა.
იტალიელმა მეკარემ, 2014/15 წლების სეზონის სტარტზე, პსჟ-ს მაისურით ოთხივე შეხვედრა ჩაატარა.
გიორგი ბალახაძე