თამაშგარე

10:35 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირცხვილი კობი ბრაიანტს!

ეს ამბავი მხოლოდ ასე შეიძლება გადმოიცეს: სირცხვილი დიდ სპორტსმენსა და დიდ ვარსკვლავს, კობი ბრაიანტს, რომელმაც საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა და ქურდობაში დაადანაშაულა!

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კობი ბრაიანტმა დედას უარი უთხრა 6 მილიონად ღირებული ვილის შეძენაზე. ამ ფაქტმა დედა-შვილს შორის ურთიერთობა მკვეთრად დაძაბა და როგორც ბრაიანტი ამბობს, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ აუქციონზე დედამისმა შვილის დაუკითხავად მისი ნივთები დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარად გაყიდა.

ერთია დედის საქციელი, მაგრამ მეორე - შვილის გაკეთებული საქმე... კობი ბრაიანტმა დედას პოლიციაში უჩივლა და სამართლადამცველებისგან მის დაკითხვასა და ქურდობის გამო დაკავებას ითხოვს. რთულია ამ ამბავზე კომენტარი გააკეთო, რადგან ღირებულებები და მორალური მხარეები ისედაც ნათელია!

 

0.117492