ფეხბურთი

12:42 | 14.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის მეორე გოლი სეზონში, ურიდიას დუბლი

ფინეთის საფეხბურთო ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, ირაკლი სირბილაძემ ტურკუს “ინტერის” შემადგენლობაში გოლი მიითვალა.

“ინტერი” თანაქალაქელ “ტურკუსთან” 1:2 დამარცხდნენ და ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 45-ე წუთზე აიღო, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა.

სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო “ინტერი” 10 ქულით 12 გუნდში მე-4 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ქართველ ლეგიონერს 6 მატჩში 2 გოლი დაუგროვდა.

რუსეთის საფეხბურთი ნაციონალური ლიგის 32-ე ტურში, ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” შინ ეკატერინბურგის “ურალთან” 2:2 ითამაშა და სტუმართა შორის დუბლი მერაბ ურიდიამ შეასრულა. ურიდია სასტარტოში იყო და ვიდრე 90-ე წუთზე შეცვლიდნენ, ჯერ მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 26-ეზე “ნეფტეხიმიკი” 2:0 დააწინაურა. “ურალის” შემადგნელობაში ერთი ბურთი ზუგდიდის “ბაიას” ყოფილმა შემტევმა ზამბიელმა ჩისამბა ლუნგუმ შეაგდო.

შვეიცარიის ჩელენჯლიგის 32-ე ტურში, “ბელინცონამ”, სადაც გიორგი ივანიშვილი გამოდის, საკუთარ მოედანზე “ვინტერტურს” 3:1 მოუგო. ივანიშვილი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. “ბელინცონას” 65 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-2 პოზიციაზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 31-ე ტურში, მეორე ექვსეულში მყოფი თოვუზის “თურანი” შინ განჯის “ქიაფაზთან” 3:5 დამარცხდა. თოვუზელთა რიგებში ნიკა მაისურაძე 90 წუთი გაირჯა, ხოლო დავით ჯანელიძე მოედანზე 54-ე წუთზე გამოჩნდა. განჯელთა შორის გიორგი სეფიაშვილმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “თურანს” 27 ქულა აქვს და 12 გუნდში ბოლოსწინა ადგილზეა. “ქიაფაზი” 19 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.

0.119278