ფინეთის ჩემპიონატში ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. "ინტერმა" შინ 2:2 ითამაშა "კუოპიოსთან”, ქართველმა ფორვარდმა კი 31-ე წუთზე გამოიჩინა თავი, რითაც 2:1 დააწინაურა თავისიანები. ეს სირბილაძის მეექვსე გოლია სეზონში: 21 ტურის შემდეგ, "ინტერი" მე-9 ადგილზეა 12 გუნდს შორის.
უკრაინულ პრემიერლიგაში "დნიპრომ" შინ 1:3 წააგო "ზორიასთან". მასპინძელთა ქართველებიდან მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო, ხოლო "ზორიას" სასტარტოში ჯაბა ლიპარტია გახლდათ და 70-ე წუთზე შეცვალეს. დნიპროელები, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე განაცხადში არ იყვნენ... უკრაინაში კი პროგნოზირებენ, რომ "დნიპროს" მალე ესპანელი ხუანდე რამოსი აღარ ეყოლება მწვრთნელად.