ფეხბურთი

12:19 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის “ინტერის” გამანადგურებელი წაგება

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-12 ტურში ტურკუს “ინტერმა”, სადაც ირაკლი სირბილაძე გამოდის, გათამაშების ლიდერ ჰიკ-თან სტუმრად გამანადგურებელი მარცხი იწვნია – 0:6.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში იყო და თამაშის ბოლომდე არ შეუცვლიათ. შარშანდელთან შედარებით, ტურკუელები აშკარად სუსტად თამაშობენ, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ გასულ სეზონში ჩემპიონობის პრეტენდენტი “ინტერი”, ამჟამად 15 ქულით 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.

თეგებისირბილაძე
0.114629