ფეხბურთი

23:20 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის გადამწყვეტი გოლი, ანანიძის მარცხი

ფინეთის ჩემპიონატში “ინტერმა” შინ 1:0 სძლია “იაროს” და ეს ერთადერთი გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა 86-ე წუთზე. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 74-ე წუთზე შევიდა მინდორზე და მაინც შესძლო თავის გამოჩენა.

ეს, სირბილაძის მე-7 გოლია ამ სეზონში, მისი “ინტერი” კი, 25 ტურის შემდეგ, კვლავაც ბოლოსწინა ადგილზეა. შეხსენებისთვის, ირაკლი “ინტერში” გადასვლამდე “იაროშიც” თამაშობდა.

ჯანო ანანიძის “როსტოვს”, რუსული პრემიერლიგის საწყის 5 ტურში 4 მოგება და ერთი ფრე ჰქონდა, ამჯერად კი წააგო და თანაც, 0:5. როსტოველები მოსკოვში “ლოკომოტივთან” დაიჩაგრნენ. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ “როსტოვს” 2 ფეხბურთელი გაუძევეს. ჯანოს გუნდი მესამე ადგილზეა.

 

0.106006