ფინეთის ჩემპიონატში "ინტერმა" გასვლაზე 2:4 წააგო კუპს-თან და ორივე გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა. ქართველის გუნდი 0:2-ს აგებდა და სირბილაძემ 37-ე წუთზე ჯერ სხვაობა შეამცირა, ხოლო 49-ეზე გაათანაბრა. 5 წუთში კი ქართველი ფორვარდი გააძევეს – პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ კი კუპს-მა ორი ბურთი გაიტანა.
სირბილაძეს 6 გოლი მოუგროვდა ფინეთის მიმდინარე ჩემპიონატში. უკვე დიდი ხანია, ირაკლი ფინეთში თამაშობს და პირველად გააძევეს. "ინტერი" 12 გუნდს შორის, მე-9 ადგილზეა.
ბელარუსის ჩემპიონატში სოლიგორსკის "შახტიორმა" გასვლაზე 1:0 სძლია "ჟოდინოს" და მესამე ადგილზეა. გურულმა მატჩი შეუცვლელად ჩატარა.