ფეხბურთი

1:10 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძემ "ინტერი" თასის ფინალში გაიყვანა

ფინეთის თასის ნახევარფინალში ტურკუს "ინტერმა" გასვლაზე 2:1 სძლია "ლაჰტის" და ფინალში გავიდა, სადაც ჰიკ-ს შეხვდება. ნახევარფინალი 120-წუთიანი გამოდგა: ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებითი დროის მე-7 წუთზე კი სირბილაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

სირბილაძემ მატჩი შუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ "ინტერმა" მეოთხედფინალშიც 2:1 მოიგო (კუპს-თან) და სირბილაძემ მაშინაც გაიტანა გოლი.

აზერბაიჯანში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე 0:0 ითამაშა ჩემპიონ "ყარაბაღთან". სასტარტოში იყვნენ ლაშა სალუქვაძე, ალეკო ამისულაშვილი და ბაჩანა ცხადაძეც, ხოლო გიორგი ლომაიას არ უთამაშია.  

ვაჟა ზაზაშვილი

0.119552