ფინეთის თასის მე-4 რაუნდში ტურკუს “ინტერმა” ქვედალიგელ ვაკპ-ს სტუმრად 9:0 მოუგო და ირაკლი სირბილაძემ დუბლი შეასრულა.
საფეხბურთო კლუბ “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 43-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო 77-ეზე – 6:0.
აღსანიშნავია, რომ წლეულს სირბილაძემ “ინტერის” შემადგენლობაში ოფიციალურ მატჩებში თავი პირველად გამოიჩინა.