ფეხბურთი

17:27 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე “ინტერს” უბრუნდება

 

ირაკლი სირბილაძე ტურკუს “ინტერს” 13 აგვისტოს ფინეთის ვეიკაუსლიგაში ჰიკ-თან სტუმრად გასამართ მატჩში დაუბრუნდება. ამის შესახებ ტურკუელთა თავკაცმა ჯოდ დრაგსტმამ ინტერნეტპორტალ veikkausliiga.com-თან საუბარში განაცხადა.

31 წლის ქართველ ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და ბოლო ტურებში გუნდს ამიტომ ვერ ეხმარებოდა. ის უკვე გამოჯანმრთელდა და “ინტერს” მომავალ მატჩში დაეხმარება.

სირბილაძემ მიმდინარე სეზონში “ინტერში” 21 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

0.126894