ფეხბურთი

19:43 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე გამოჯანმრთელდა

ფინური ტურკუს “ინტერის” თავდამსხმელმა ირაკლი სირბილაძემ სამშაბათს ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ტურკუს საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
“ინტერის” ექიმმა პეტრი პააკიტამ სირბილაძეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშის ნება დართო.
“ბოლო პერიოდში გუნდში ბევრი ტრავმა იყო და კარგია, რომ სირბილაძე დაბრუნდა. თუ ის კვირის განმავლობაში კარგად იქნება, მაშინ შაბათს “ლაჰტის” წინააღმდეგ ითამაშებს”, – განაცხადა “ინტერის” მწვრთნელმა ჯობ დრაგსტმამ.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ სირბილაძე ლიგის თასზე დაშავდა.

0.120428