ფეხბურთი

15:33 | 13.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ “როტორთან” მოიგო

რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის თასის გათამაშების მე-2 ტურში, ნალჩიკის “სპარტაკმა”, რომელშიც დავით სირაძე და გუჯა რუხაია გამოდიან, ვოლგოგრადის “როტორი” 1:0 დაამარცხა.
განვლილ მატჩში სირაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. რუხაიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ნალჩიკელებმა თამაში კარლოს რუას მიერ 36-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. სხვათა შორის, იმავე რუამ პენალტი ვერ გაიტანა.

0.603811