ფეხბურთი

19:13 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ ნიჟნეკამსკში ქულა აიღო

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, ნალჩიკის “სპარტაკი”, რომლის ღირსებასაც დავით სირაძე და გუჯა რუხაია იცავენ, სტუმრად ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკს” უგოლო ფრეზე გაეყარა.

სირაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. რუხაია 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა.

მერაბ ურიდია ნიჟნეკამსკელთა რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და 64-ე წუთზე შეცვალეს.

ნალჩიკელებს 21 ქულა აქვთ და 19 გუნდში მე-15 ადგილზე არიან, ხოლო “ნეფტეხიმიკი” 14 ქულით მეთვრამეტეა.

0.118507