ფეხბურთი

18:00 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სირაძემ ნალჩიკელთა მოგებას სათავე დაუდო

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-19 ტურში ნალჩიკის “სპარტაკმა” სტუმრად ნაზრანის “ანგუშტს” 2:1 მოუგო, რაშიც თავისი წვლილი დავით სირაძემაც შეიტანა.

ქართველმა თავდამსხმელმა განვლილი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 61-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. გუჯა რუხაია ნალჩიკელთა რიგებში 84-ე წუთზე გამოჩნდა. “სპარტაკმა” მეორე გოლი 46-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 49-ე წუთზე შეამცირეს.

მიმდინარე სეზონში სირაძემ ნალჩიკელთა შემადგენლობაში რუსეთის პირველ დივიზიონში 17 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ყაბარდო-ბალყარელებს 20 ქულა აქვთ და 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფებიან.


0.134133