ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველი ლეგიონერი დავით სირაძე, ინტერნეტპორტალმა onedivision.ru-მ რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 26-ე ტურის ნაკრებში შეიყვანა.
ხსენებულმა პორტალმა, რომელიც რუსეთის პირველ დივიზიონს აქტიურად აშუქებს, სირაძე საუკეთესოდ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაასახელა. სხვათა შორის, ქართველისთის ნახევარდაცვაში თამაში უცხო არაა, სანამ ფორვარდად დააყენებდნენ, თბილისის “ლოკომოტივში” სწორედ შუა ხაზში ირჯებოდა.
“მკვეთრად გაახალგაზრდავებულ “სპარტაკში” 25 წლის ფეხბურთელი უკვე ვეტერანია. სირაძეზე რაღა უნდა ითქვას. ქართველმა ნახევარმცველმა “ბიძის” როლი “სკა-ენერგიასთან” ღირსეულად შეასრულა: დაცვაში გულმოდგინედ შრომობდა, პარტნიორებს შეტევის წარმართვაში ეხმარებოდა და არ გამოეთიშა ეპიზოდს, რომელიც საბოლოოდ გოლით დასრულდა” – იუწყება ონედივისიონ.რუ სირაძის შესახებ.
განვლი ტურში, ნალჩიკელებმა “სკა-ენერგია” შინ 1:0 დაამარცხეს და მატჩში ანგარიში სირაძემ გახსნა.