ქართველი ფეხბურთელი დავით სირაძე კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის სირაძე ბოლო წლების განმავლობაში ნალჩიკის “სპარტაკის” ღირსებას იცავდა, ახლა კი, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. დავითს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 გოლია.