დღეს, 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-3 ტური დამთავრდა.ზედიზედ მეორე თამაში მოიგო ცხინვალის “სპარტაკმა,” სეზონში პირველად გაიმარჯვა “მერანმა,” ხოლო “სიონმა” და “სამტრედიამ” მორიგი თრილერი მოაწყვეს “მიხეილ მესხზე.” მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი სამტრედიელები 2:0 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში რუსეთიდან ახლახანს დაბრუნებულმა დავით სირაძემ ორი გოლი გაიტანა და თავისიანები წაგებას გადაარჩინა.
და კიდევ, გუშინ გორში “დილამ” ბათუმის “დინამოსთან” 0:1 წააგო. მატჩის მსვლელობისას სტადიონზე ინციდენტი მოხდა. გორელები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბეუქლიშვილის მიერ ორ ასპროცენტიან არდანიშნულ პენალტს მოჰყვა.
გია ისიანი (“დილას” მენეჯერი): “დიდი იმედი გვაქვს, სფფ-ის სამსაჯო კომიტეტი სათანადო ზომებს მიიღებს, შეუძლებელია აღშფოთება არ გამოვხატოთ. მსაჯმა ბეუქლიშვილმა ორი ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი არ დაგვინიშნა. ეს არ იყო შეცდომები, ეს იყო დაბალი კვალიფიკაციის შედეგი.
ყოველივე ამან ცუდად იმოქმედა მაყურებლის განწყობაზე, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მაგრამ ყველას აქვს ნერვები და ადამიანური ფაქტორიც გასათვალისწინებელია. იმედია, მსგავსი რამ აღარ განმეორდება.”
უჩა სოსიაშვილი (“დილას” მთავარი მწვრთნელი): “ორი პენალტი არ დაგვინიშნეს. განსაკუთრებით ვწუხვართ მეორე შემთხვევაზე, როცა მოწინააღმდეგეს ბურთი ხელზე მოხვდა. სხვათა შორის, ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლევან მიქელაძემაც აღიარა, რომ თერთმეტმეტრიანი ნამდვილად იყო. ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა თამაში ეს პენალტი რომ გაგვეტანა. ინციდენტსაც ავცდებოდით. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში მსაჯებიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. მარტო კლუბების დაჯარიმება როგორ შეიძლება?”
მე-3 ტური
24 აგვისტო
სიონი (ბოლნისი) – სამტრედია 2:2 (0:1)
გოლი: 0:1 ბაკურაძე (42), 0:2 დოლიძე (74), 1:2, 2:2 სირაძე (88, 90)
გაძევება: შალიკაშვილი (56, სამტრედია)
შუქურა (ქობულეთი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 კუჭუხიძე (45), 1:1 ჩელებაძე (53, პენალტით)
მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი) 0:0
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ივანიშვილი (57)
კოლხეთი (ფოთი) – ზუგდიდი 1:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლომია (55), 1:1 ამბროლაძე (90)
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჩიმაკაძე (35), 2:0 ფონიავა (47), 3:0 ჩიმაკაძე (78), 3:1 კვერნაძე (90)
23 აგვისტო
დილა (გორი) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჩირიკაშვილი (44)
ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (5), 1:1 პაპუნაშვილი (6), 2:1 დვალი (52), 2:2, 2:3 ძარია (86, 88)
1. | დინამო თბ. | 3 | 3 | 0 | 0 | 6:2 | 9 | |
2. | ბათუმი | 3 | 2 | 0 | 1 | 3:2 | 6 | |
3. | სპარტაკი | 3 | 2 | 0 | 1 | 2:2 | 6 | |
4. | ჩიხურა | 3 | 1 | 2 | 0 | 3:2 | 5 | |
5. | მეტალურგი | 3 | 1 | 2 | 0 | 2:1 | 5 | |
6. | ტორპედო | 3 | 1 | 1 | 1 | 4:3 | 4 | |
7. | დილა | 3 | 1 | 1 | 1 | 2:1 | 4 | |
8. | სიონი | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 | |
9. | ჩიხურა | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 | |
10. | სამტრედია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
11. | ზესტაფონი | 3 | 1 | 0 | 2 | 9:5 | 3 | |
12. | ვიტ ჯორჯია | 3 | 1 | 0 | 2 | 2:2 | 3 | |
13. | მერანი | 3 | 1 | 0 | 2 | 3:4 | 3 | |
14. | ზუგდიდი | 3 | 0 | 2 | 1 | 2:3 | 2 | |
15. | გურია | 3 | 0 | 2 | 1 | 0:6 | 2 | |
16. | კოლხეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 1:5 | 1 |
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.