დავით სირაძე და გუჯა რუხაია მიმდინარე სეზონს რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის “სპარტაკში” ჩაამთავრებენ.
ნალჩიკელებს მწვავე ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და კლუბი გაკოტრებულადაც კი გამოცხადდა. შესაბამისად, ფეხბურთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭათ და სხვა გუნდებში უკომპენსაციოდ გადავლის ნება დართეს. თუმცა, ყაბარდო-ბალყარეთის მთავრობამ ფინანსები გამონახა და “სპარტაკი” ჩემპიონატს ჩაამთავრებს. სირაძე და რუხაია გუნდში დარჩნენ. კვირას, ნალჩიკელები შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრნენ და მათ შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო.