ბოლნისის “სიონმა” საკონტროლო შეხვედრაში 3:1 სძლია “ზესტაფონს”. როგორც იცით, ორივე გუნდი ევროტურნირებისთვის ემზადება. შეხვედრა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გაიმართა.
30-ე წუთზე ჯაბა დვალმა ახლო მანძილიდან დასწრებაზე დაარტყა და ანგარიში გახსნა, თუმცა ამის შემდეგ ლადო ბურდულის გუნდმა იმარჯვა: 43-ე წუთზე ალექსანდრე გოგობერიშვილმა პენალტი შეასრულა, მეკარე ბოიან პავლოვიჩმა მოიგერია და დამატებაზე ისევ გოგობერიშვილმა დაარტყა ზუსტად – 1:1.
53-ე წუთზე კი ბოლნისელები წინ გავიდნენ: დავით იმედაშვილმა თავურით გაიტანა. შეხვედრის ყველაზე ლამაზი გოლი კი 65-ე წუთზე გავიდა, როცა მარცხნიდან ჩაწოდებულს, ჯაბა უგულავამ ვარდნაში ეფექტური დარტყმა შეაგება – 3:1.