საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის ზედა ექვსეულის პირველ ტურში ბოლნისის “სიონმა” სტუმრად ივანწმინდაში საჩხერის “ჩიხურა” 2:1 დაამარცხა.
განვლილი მატჩის 59-ე წუთზე ანგარიში ბოლნისელმა ზვიად ლობჟანიძემ გახსნა. 77-ე წუთზე ჯაბა უგულავამ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. საჩხერელებმა ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანეს და თავი ლაშა ჭელიძემ გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ მსაჯმა “სიონის” ორი ფეხბურთელი გააფრთხილა: 27-ე წუთზე ვლადიმერ უგრეხელიძე, ხოლო 72-ეზე გიორგი განუგრავა.
დღესვე, თბილისის “დინამო” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს, “ზესტაფონი” კი, რუსთავის “მეტალურგს”. ორივე თამაში 18 საათზე დაიწყება.